სავალუტო პუნქტი აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, პეკინის გამზირი №41
სამუშაო განაკვეთი: 1 დღე 09:00 -09:00/ 2 დღე დასვენება
უშუალო ხელმძღვანელი: სალაროს მენეჯერი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1300 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სავალუტო ოპერაციების წარმოება სამუშაო პროცედურის შესაბამისად;
- სალაროში არსებული ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი;
- სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა;
- კომპეტენციიდან გამომდინარე მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლისათვის სრულყოფილი და ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
- კომპანიის AML პოლიტიკისა და ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება,
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (აუცილებელია);
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).
შერჩევის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
career@bet25.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სავალუტო პუნქტის მოლარე" .
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.