არქიტექტორი
თარიღები: 27 ნოე - 26 დეკ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება:  არქიტექტორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@sita.ge

კომპანია სიტა 2016 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებელო ბაზარზე და ამ სფეროს წარმომადგენლებს სთავაზობს სამშენებლო პროცესების მართვის სრულ სერვისს: შესაფერისობის კვლევა, დიზაინ პროცესის მენეჯმენტი, ბიუჯეტირება, ფასთა ინჟინერია, ტენდერებისა და შესყიდვების მენეჯმენტი, მშენებლობის მენეჯმენტი.

 კომპანიის პორტფოლიო მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმროს ტიპის აპარტამენტებისა და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტებს, მათ შორისაა Pontus Rotana Gonio, Radisson Blu, Wyndham, Holiday Inn, Mariott, Ibis და ა.შ.

 

სიტა აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე:

 

 ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • საინტერესო და კომპლექსურ პროექტებს;
  • პროექტების მასშტაბებიდან გამომდინარე მოკლე დროში მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;


ძირითადი ფუნქციები:

  • საპროექტო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, ანალიზი და შეფასება პროექტის მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე;
  • არქიტექტურული  ნახაზების რევიზია და ოპტიმიზაცია;
  • პროექტის შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების უწყისის შედგენა;
  • კონსულტაციების მიღება პროექტის მონაწილე სხვა დისციპლინების სპეციალისტებისგან;
  • საესკიზო პროექტებისა და არქიტექტურული კონცეფციების შესრულება;
  • არქიტექტურული ობიექტის ესკიზური პროექტის საფუძველზე სამუშაო პროექტის ნახაზის შესრულება;
  • არქიტექტურულ ობიექტზე აზომვითი სამუშაოების შესრულება;
  • რეპორტების მომზადება;
  • რეგულარული ობიექტის ვიზიტების მოწყობა/პროექტის პროგრესის კონტროლი;


მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

  • უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული);
  • საკომუნიკაციო ინგლისური ენა (მინ. B1);
  • ArchiCAD-ისა და AutoCAD-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
  • Revit ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;


ანაზღაურება- 1500 ლარი

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@sita.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.