საწვავმზიდის მძღოლი

ფოთი სრული განაკვეთი პრაიმ ბეტონი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: C
ავტო-მოტო სერვისი: სატვირთო ავტომობილის მძღოლი
სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას საწვავმზიდის მძღოლის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

ჩვენ გთავაზოვბთ:
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას 
  • კონკურენტულ სამუშაო პირობებს

ვაკანსიის დასახელება: საწვავმზიდის მძღოლი
სამუშაო ადგილი: ფოთი
განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • C კატგორიის მართვის მოწმობა
  • მსგავ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია ADR Certificate-ს ქონა

მოვალეობები:
  • საწვავმზიდის ოპერირება;
  • საწვავის აღრიცხვისა და მონიტორინგის სპეციალისტის დავალების შესრულება;
  • ტექნიკის შემოწმება/შეპოხვა;
  • ტექნიკის სისუფთავეზე ზრუნვა;
  • საჭიროების შემთხვევაში მიბარებულ ტექნიკაზე მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • გაცემული საწვავის აღრიცხვა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
  • ტექნიკის უსაფრთხოდ მართვის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2024 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.