ავტომტვირთავის მძღოლი
2xP PRIORITY GermanCement
თარიღები: 27 ნოე - 26 დეკ
მდებარეობა: კასპი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  სატვირთო მანქანის მძღოლი სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამშენებლო მასალები
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: k.okruashvili@germancement.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 599263188
ჯერმან ცემენტი არის ცემენტის მწარმოებელი კომპანია, რომელიც საქართველოში აქტიურად მოღვაწეობს 2019 წლიდან. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტის წარმოების დარგში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ავტომტვირთავის მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • დისციპლინარული ნორმების წესრიგი და დაცვა;
  • კლიენტთა მომსახურების და მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ტვირთის მიღება-გაცემისა და დასაწყობების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • პროდუქციის (ტვირთის) უსაფრთხოდ აწევა, დაწევა, გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა;
  • ავტომტვირთავზე პროდუქციის სწორად დალაგება-განაწილების უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას ავტომტვირთავის გადაყირავება, ტვირთის დაზიანება და ა.შ
  • მუშაობის პროცესში პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი (რამდენად შენარჩუნებულია პროდუქტის სასაქონლო სახე);
  • პროდუქციის მიღებისა და გაცემის კონტროლი;
  • ავტომტვირთავის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოებების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში.

სასურველი უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობიანი;
  • დისციპლინირებული;
  • მოწესრიგებული;
  • ენერგიული;
  • შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:
  • ანაზღაურება - შეთანხმებით;
  • სამუშაო გრაფიკი - ცვლებში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: k.okruashvili@germancement.ge  ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599263188. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 26/12/2024.

გისურვებთ წარმატებას !