სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კლინიკა კანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
მულტიპროფილური კლინიკა “კანი" აცხადებს შერჩევას სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
გრაფიკი: სრული  
ადგილმდებარეობა: თბილისი, სააკაძის დაღმართი N11

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: გ.სააკაძის დაღმართი #11
  • სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-დან 19:00-მდე.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამედიცინო სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების ინდიკატორების შეფასება და რეაგირება;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის, ამბულატორიის შიდა და გარე ანგარიშგების და სხვა ფორმების წარმოების კონტროლი და მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და შიდა რეგულაციებთან შესაბამისობის დადგენა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი ნორმების მიხედვით;
  • ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა და პერიოდული მონიტორინგი;
  • პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ჰოსპიტლის შიდა, ასევე საერთაშორისო კლინიკურ გაიდლაინებთან და პროტოკოლებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანალიზი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის მეშვეობით;
  • ელექტრონული და საქაღალდე სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმება და კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ელექტრონული სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფა;
  • პაციენტის მკურნალობის პროცესში წარმოშობილი რთული შემთხვევების შესწავლა, ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ჩართულობით შემთხვევების განხილვა;
  • კლინიკურ ხარისხთან დაკავშირებული, კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობის შესრულება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობის შესრულება

კვალიფიკაცია:
  • უმაღლესი განათლება:  სამედიცინო ან მომიჯნავე მიმართულებით (სასურველია ჯანდაცვის მენეჯმენტში, ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით სერვიფიკატის ან დიპლომის ფლობა);
  • მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
  • ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების გამოცდილება;
  • ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე სამედიცინო დოკუმენტაციის გადაგზავნის გამოცდილება;
  • საინფორმაციო სისტემებთან და მონაცემების დამუშავებასთან მუშაობის გამოცდილება (MS Excel, Word, Power Point);

პიროვნული თვისებები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით

გისურვებთ წარმატებებს!

გაგზავნე CV