პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია "იფქლი დიღომი" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტრო ხაზის დისტრიბუციის უფროსის პოზიციაზე. მდებარეობა : თბილისი, ვაშლიჯვარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს კუთხით;
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება დისტრიბუციის მართვაში (სასურველია საკონდიტრო ნაწარმის)
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- მართვის მოწმობა B კატეგორია
მოვალეობები:
- გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
- კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება;
- გაყიდვების გეგმების შედგენა, ზედამხედველობა და კონტროლი;
- მარკეტინგული აქტივობების რეალიზაცია;
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკება, შემდგომი კომუნიკაცია და მომსახურების შეთავაზება
- სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი;
- გაუწიოს კოორდინირება დისტრიბუტორების მუშაობასა და პროფესიულ ზრდას;
- გააკონტროლოს დისციპლინა და კომპანიაში დადგენილი ყველა შინაგანაწესის დაცვა;
- გაყიდვების შესაბამისი პროცესისა და სისტემების უზრუნველყოფა;
- რეპორტინგი; გაყიდვების სტატისტიკის წარმოება;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
პიროვნული თვისებები:
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
- კომუნიკაციის, დარწმუნებისა და მოლაპარაკებების უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.
- თვითმოტივაციისა და თანამშრომელთა მოტივაციის უნარი;
ანაზღაურება განიხილება კომპეტენციის შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნონ CVმისამართზე hr@ipqli.ge ელ.ფოსტის გამოგზავნისას subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში cv არ განიხილება