ავტოკარი/ელექტრო შტაბელიორის მძღოლი
თარიღები: 26 ნოე - 25 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 1000
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  მსუბუქი ტექნიკა/ამწე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@domino.com.ge

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ავტოკარის/ელექტრო შტაბელიორის მძღოლის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.


ძირითადი მოვალეობები:

  • ფიზიკური სამუშაოების შესრულება რაც დაკავშირებულია ჰიპერმარკეტის საწყობის საქმიანობასთან;
  • სამუშაო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვა;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ავტოკარის/ელექტრო შტაბელიორის მართვის ცოდნა სავალდებულოა;


პიროვნული თვისებები:

  • კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;


გრაფიკი/ხელფასი: 

  • გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა
  • ანაზღაურება: 1000 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
  • კვება;
  • FitPass;
  • უფასო ტრანსპორტირება.


თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ 

გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge  

ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!