პოზიციის დასახელება: დიაგნოსტიკის სპეციალისტი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სამუშაო ადგილი: რუსთავი, ბათუმის ზონები
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 4 დეკემბერი, 2024 წ.
სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს მაღალი ძაბვის დიაგნოსტიკის სპეციალისტის პოზიციაზე
მოვალეობები და ვალდებულებები:
- რეგიონებში ელექტრომოწყობილობების, ელექტროდანადგარების, ძალოვანი საკაბელო ხაზების, დამცავი საშუალებების იზოლაციის და სხვა პარამერების გამოცდების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება
- გაზომვების შედეგების ანალიზი, საჭირო გაანგარიშებების ჩატარება
- გაზომვების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა, საინფორმაციო ბაზის მუდმივი განახლება და დახვეწა
- პროფილაქტიკური გაზომვების გრაფიკების მიმდინარეობის კონტროლი და მათი მკაცრად დაცვა
- შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა სამსახურის უფროსისთვის
- საჭიროების შემთვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის
მოთხოვნები:
- უმაღლესი ელექტროტექნიკური განათლება
- უსაფრთხოების III საკვალიფიკაციო ჯგუფი
- გუნდური მუშაობის უნარი
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც