სატყეო საქმის განყოფილების სპეციალისტი
თარიღები: 26 ნოე - 04 დეკ
მდებარეობა: ცაგერი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ენერგეტიკა:  ენერგეტიკა (ზოგადი) სოფლის მეურნეობა:  მეტყევეობა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@energo-pro.ge
პოზიციის დასახელება: სატყეო საქმის განყოფილების სპეციალისტი (მეტყევე)
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სამუშაო ადგილი: ცაგერი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 4 დეკემბერი, 2024წ.

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს სატყეო საქმის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე

მოვალეობები და ვალდებულებები:
  • სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ კუთვნილი და მშენებარე ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონებში არსებული ავარიული და ხანძარსაშიში სიტუაციების გამომწვევი მერქნიანი ხე–მცენარეების ძირობრივი აღწერა–მონიშვნა (მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი);
  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნის შემდეგი მასალების მომზადება: ტყეკაფის აღრიცხვა და გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან; ტყეკაფის აღრიცხვის უწყისის მასალების მომზადება; ტყეკაფის პასპორტისა და შესაბამისი მასალის შედგენა;
  • ახალი ქსელის მშენებლობისთვის ტყითსარგებლობის საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნის შემდეგი მასალების მომზადება: ტყეკაფის აღრიცხვა და გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან; ტყეკაფის აღრიცხვის უწყისის მასალების მომზადება; ტყეკაფის პასპორტის შედგენა, ტყეკაფების გამოყოფის, გახსნის და დახურვის აქტების შედგენა, მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი მასალების ატვირთვა, ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
  • აგზავნის და იღებს შესაბამის კორესპოდენციებს და დოკუმენტაციას ტყითსარგებლობის საქმესთან დაკავშირებით.
  • მუნიციპალიტეტებთან, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან, აჭარის სატყეო სააგენტოსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია.
  • შესრულებული გაჩეხვითი სამუშაოების შემოწმება და მოჭრილი მერქნული რესურსის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
  • საჭიროების შემთვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის
  • ასრულებს ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სატყეო საქმის სპეციალობით (სასურველია);
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატყეო სფეროში;
  • რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
  • საოფისე პროგრამების Word, Excel, Outlook ცოდნა;
  • მართვის მოწმობა.
  • საქართველოს სატყეო კოდექსის ცოდნა;
  • ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #242 დადგენილების ცოდნა;
  • ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის # 366 დადგენილების ცოდნა
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2024 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ
დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.