ავტომობილების ტექნიკური ოფიცრი
თარიღები: 26 ნოე - 25 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება
საბანკო:  საბანკო(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@swisscapital.ge
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების ტექნიკური ოფიცრის პოზიციაზე;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ავტომობილის მიღება ავტოსადგომზე: დასურათება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
  • მომხმარებლის ან გაყიდვების აგენტის მოთხოვნით ავტომობილის მუშა მდგომარეობაში მოყვანა;
  • ავტოსადგომზე მყოფი ავტომობილების მოწესრიგება, საბურავების დაბერვა და ა.შ.;
  • ავტომობილის შესახებ მონაცემების გამოთხოვა კომპანიის  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან; 
  • ავტომობილების განთავსება სარეალიზაციოდ საქართველოში მოქმედ პორტალებზე. უკვე განთავსებული განაცხადების ვადების კონტროლი და დროული განახლება;
  • ავტოსადგომიდან ავტომობილის გაყვანის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო განათლება;
  • ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

სხვა მოთხოვნები:
  • სისხარტე მუშაობაში;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ავტომობილის მართვის უნარი (ძალიან კარგად);

სამუშაო პირობები:
  • სამუშაოს ტიპი: ტექნიკური და საოფისე
  • სრული განაკვეთი; 
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე. 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge 
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “Auto Technic Officer”.