„კომპანია“ აცხადებს ვაკანსიას მრეცხავის/მეუთოვის პოზიციებზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი.
სამუშაო განაკვეთი: 24 საათიანი მორიგეობა
მრეცხავი:
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- შემოსული თეთრიულისა და სხვადასხვა ტიპის გასარეცხი ქსოვილების დახარისხება და დადგენილი წესების მიხედვით სარეცხის მანქანებში გარეცხვა;
- სხვადასხვა ტიპის ნივთების გასუფთავება და სანიტარიზაცია;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
მეუთოვე:
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- ქსოვილების სპეციფიკური დაუთოვება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სისუფთავის დაცვა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 11 50 56
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე, კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.