ქ. რუსთავი, იური გაგარინის ქ. 20 ტელ: +995 599 06 02 27
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს “აჭარა ტექსტილეში” არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე, მის მიერ წარმოდგენილ განაცხადში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები გამოყენებულ იქნება კონკურსის მიზნებისთვის, საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად.
ამასთან, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატის მიერ კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი მონაცემები გამოყენებულ იქნება შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის კანონმდებლობით და დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებული პროცედურის უზრუნველსაყოფად და შესაბამის შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით, დაწესებულებისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფომით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა.