უფროსი ექთანი

თბილისი სრული განაკვეთი გერმანული ჰოსპიტალი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: მედდა
მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი  სს ,,გერმანული ჰოსპიტალი“ - დაარსდა 2019 წელს. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გერმანელი და ქართველი  პროფესიონალი ექიმებით. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში შესაძლებელია  მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სს „გერმანული ჰოსპიტალი“ გამორჩეულია მყუდრო და კომფორტული გარემოთი.

ს.ს ,,გერმანული ჰოსპიტალი“  - აცხადებს ვაკანსიას უფროსი ექთნის პოზიციაზე:
მის: თბილისი, კოსმონავტების ქუჩა №45ა

სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:00 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ექთნების გუნდის კოორდინაცია და მართვა;
  • პაციენტების მოვლის ხარისხის კონტროლი;
  • პაციენტების მოვლის პროცესში აქტიური ჩართულობა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოება;
  • მედპერსონალის პროფესიული განვითარებისა და სწავლის ხელშეწყობა;
  • კომუნიკაცია ექიმებთან და სხვა სამედიცინო პერსონალთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ექთნის უმაღლესი განათლება და შესაბამისი ლიცენზია.
  • მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში.
  • გუნდის მართვის გამოცდილება.
  • პასუხისმგებლიანობა, კომუნიკაბელურობა და ორგანიზაციული უნარები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: hr@hgh.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “უფროსი ექთანი“. 
სს ,,გერმანული ჰოსპიტალი“ 

გისურვებთ წარმატებას.