კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას გარე ზონის გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
- კორპორატიული გაყიდვების წარმოება სარემონტო მიმართულებით.
- კომპანიაში არსებული სამშენებლო სარემონტო მასალების შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- კორპორატიული კლიენტების მომსახურება და კომპანიის პროდუქციის გაყიდვა;
- კორპორატიულ კლიენტებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ფორმირება;
- კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მენეჯმენტისთვის მათი აღმოფხვრისათვის იდეების წარდგენა;
- მომხმარებელთა განწყობის შესწავლა და ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
- უშუალო უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
- კორპორატიული გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები
- კომუნიკაბელური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორაგანიზებული;
- ოპერატიული;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!