დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილების უფროსის პოზიციაზე ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციისთვის, რომელიც მოღვაწეობს სადაზღვევო ინდუსტრიაში.
სამუშაო აღწერილობა:
- განყოფილების მიერ განსაზღვრული ამოცანების და ფუნქციების შესრულების ზედამხედველობა და განყოფილების საქმიანობის კოორდინირება;
- განყოფილების თანამშრომლებს შორის მოვალეობების გადანაწილება, შესასრულებლად სავალდებულო მითითებების და დავალებების მიცემა და მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლი;
- სამუშაო პროცესში თანამშრომლების მხარდაჭერა;
- განყოფილების თანამშრომლების განვითარებაზე და მოტივაციაზე ზრუნვა;
- არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში ხარვეზის მიზეზების დიაგნოსტირება;
- არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში ხარვეზების გამოსწორების უზრუნველყოფა;
- ახალ დანერგილ პროგრამულ უზრუნველყოფაში ხარვეზის მიზეზების დიაგნოსტირება;
- ახალ დანერგილ პროგრამულ უზრუნველყოფაში ხარვეზების გამოსწორების უზრუნველყოფა;
- კოდის ხარისხის მონიტორინგი;
- პროგრამის ტექნიკური დიზაინის შექმნაში და ფუნქციურ და ტექნიკურ ანალიზში მონაწილეობის მიღება;
- მონაცემთა ბაზაში რეპორტების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება პროგრამირების კუთხით;
- ASP.NET, JavaScript, angular 2.0 < , HTML, AJAX, CSS პროგრამების ცოდნა;
- .NET პალფორმასთან მუშაობის გამოცდილება (C#, ASP.NET MVC, ASP.NET WebAPI);
- გამოცდილება WEB დეველოპმენტში (ASP.NET, JavaScript, angular 2.0 < , HTML, AJAX, CSS);
- 3-5 წლამდე გუნდის მართვის გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა სასურველია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV გამოხმაურების ღილაკის მეშვეობით.
გისურვებთ წარმატებებს!