მძღოლი
2xP PRIORITY ისი პარი
თარიღები: 26 ნოე - 25 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ავტო-მოტო სერვისი:  მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr-iciparis@prestige.ge
კომპანია „ისი-პარი“ 1995 წლიდან  ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე.  პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები „ისი პარის“ საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში. 
„ისი პარის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა. 
„ისი პარის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „ისი პარი“ გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.
„ისი პარი“ ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აყვეს.
www.iciparis.gehttps://www.linkedin.com/company/iciparis/

„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას  მძღოლის პოზიციაზე 
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის 17ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი -  09:30-18:00 სთ (1 სთ შესვენება)

ძირითადი მოვალეობები:
  • ონლაინ შეკვეთილი პროდუქციის დროულად ტრანსპორტირება კომპანიის კუთვნილი ავტომობილით;
  • თანამშრომელთა გადაადგილების უზრუნველყოფა დროულად და უსაფრთხოდ; 
  • პროდუქციის ტრანსპროტირება დანიშნულების ადგილამდე;
  • ავტომობილის ტექნიკურად გამართულობის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
  • სავალდებულოა ,,B” კატეგორიის მართვის მოწმობა 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge სათაურის ველში მიუთითეთ „მძღოლი“ 
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 26 დეკემბერი, 2024 წ.
გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, წაშლა ან სხვა ცვლილება რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.