მშენებლობის ზედამხედველი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 26 ნოე - 25 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება:  უბნის ზედამხედველი/პრარაბი
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

„არქიში“ ვეძებთ მშენებლობის ზედამხედველს და მისი ფუნქციები იქნება:

  • სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი;
  • მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობისა და ხარისხის კონტროლი;
  • გამოყენებული მასალების ხარისხის კონტროლი;
  • სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრაზე ზრუნვა;
  • ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება;
  • პერიოდული ანგარიშის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის მიმართულებით);
  • აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის გამოცდილება

ჩვენ კი გთავაზობთ:
  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
  • მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საწვავს ობიექტებზე გადასაადგილებლად

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024  წლის 10 დეკემბრის ჩათვლით:
http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.