პრესელერი
2xP PRIORITY იტა
თარიღები: 25 ნოე - 24 დეკ
მდებარეობა: ქუთაისი ოზურგეთი სამტრედია
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები:  პრისელერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@ita.com.ge
კომპანია ‘იტა’ ეძებს გუნდის ახალ წევრს, პრესელერის პოზიციაზე, დასავლეთ საქართველოში.

კომპანია იტა 2007 წლიდან მუშაობს რამოდენიმე მიმართულებით: სათადარიგო ნაწილები, სავაჭრო ობიექტები და ავტო მომსახურება. ფლობს იმპორტული პროდუქციის სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით.

სარეალიზაციო პროდუქცია:
ავტონაწილები, ზეთები და ტექ-სითხეები, აკუმულატორები

სამუშაო დრო – ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათი - 10:00 საათიდან 14:30 საათამდე.

ანაზღაურება ცვალებადია და დამოკიდებულია:
  • შესრულებულ გეგმებსა და ამოცანებზე
  • შესრულებულ გაყიდვებზე
  • ამოღებულ თანხებზე

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
  • ახალი კონტრაგენტების მოძიება, პოტენციალის შეფასება, ლიმიტების და ანგარიშსწორების პირობების განსაზღვრა, ხელშეკრულების გაფორმება;
  • სავაჭრო ქსელში გრაფიკის მიხედვით ვიზიტების განხორციელება, კონტრაგენტებისთვის პროდუქციის მახასიათებლების, ფასების, საგარანტიო პირობების გაცნობა;
  • კონტრაგენტებისგან შეკვეთების აღება;
  • კონტრაგენტების მიერ დებიტორული დავალიანებების დროული და სრული დაფარვის უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ქსელიდან ამოღებული ნაღდი ფულის დროული შეტანა კომპანიის საბანკო ანგარიშზე;
  • ანგარიშის წარდგენა;
  • პროდუქციის თვისებების, მახასიათებლების, საგარანტიო პირობების შესწავლა, პროდუქციის გაყიდვის მიზნით;
  • სავაჭრო ქსელში პროდუქციის სტანდარტების მიხედვით განთავსების უზრუნველყოფა;
  • კონკურენტებზე ინფორმაციის მოძიება;
  • ყოველთვიური გაყიდვების გეგმების და სხვა დაგეგმილი ამოცანების შესრულება;
  • კომპანიის მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად გადაცემული მატერიალური საშუალებების შენახვა, მოვლა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • ქონებრივი უზრუნველყოფა (მინ. 10000 ლარის ოდენობით);
  • ავტომობილი (კომპანიის მიერ მოხდება საწვავით უზრუნველყოფა და ცვეთის (იჯარის) ყოველთვიური კომპენსაციის გაცემა);
  • ავტომობილის მართვა (B კატეგორია);
  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

სხვა მოთხოვნები:
  • მიზანდასახულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების სწრაფად ათვისებისუნარი;
  • ინტერესი საავტომობილო სფეროს მიმართ და ზოგადი ცოდნა ინდუსტრიის და ტექნოლოგიების შესახებ;

შერჩევის ეტაპი:
  • გასაუბრების პირველი ეტაპი;
  • გასაუბრების მეორე ეტაპი;

ჩვენ გთავაზობთ, ჯანმრთელობის დაზღვევს, განვითარების შესაძლებლობას და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - hr@ita.com.ge

გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - მომხმარებელთან ურთიერთობის სპეცილისტი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 25.12.2024 წ.

„იტა“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. "იტა" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კია საქართველო" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.