სტაჟირება IT პროექტების მართვის მიმართულებით
თარიღები: 10 დეკ - 24 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
მივლინება: არა
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  IT პროექტების მენეჯმენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@oppa.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 322 303 308
"Asterbit" არის სს "ოპპას" შვილობილი ახალი საერთაშორისო Software Development კომპანიაა, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის ინდუსტრიის პროგრამულ გადაწყვეტილებებზეა ორიენტირებული. "Asterbit" მუშაობს როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალური ბაზრისთვის.
პოზიციის მიზანია, სტაჟიორის გადამზადება IT პროექტების მართვის მიმართულებით. 

რას გააკეთებ:
  • ჩართული იქნები IT პროექტების მენეჯერებთან ერთად მიმდინარე პროექტების მართვაში;
  • კომუნიკაცია გექნება დეველოპმენტის გუნდთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან;
  • კოორდინაციაში იქნები დეველოპმენტის გუნდის წევრებთან;
  • დავალებებს გაუწევ მონიტორინგს Task Management სისტემაში;
  • ჩაერთვები შეხვედრების ორგანიზებაში და ფასილიტატორი იქნები გუნდის წევრებს შორის;
  • ჩაერთვები პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებში.

პიროვნული უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • საძიებო სისტემებში ინფორმაციის სწრაფად მოძიების უნარი;
  • განვითარებისაკენ მუდმივი სწრაფვა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:
  • სასურველია იყო, კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია პროექტების მართვის რომელიმე მეთოდის საბაზისო დონეზე ფლობა.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და

აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.