სს „ოპპა“ , რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
"PayBox" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
რისი გააკეთება მოგიწევს:
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შედგენაში, ბიუჯეტის ფორმირებასა და აღსრულება-მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
- მარკეტინგული სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირება და შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების შემუშავებასა და იმპლემენტაციაში მონაწილეობა;
- ციფრული და ტრადიციული მარკეტინგული კამპანიების მართვა;
- ბრენდის განვითარებისა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, არსებული ტრენდების იდენტიფიცირება, ბაზრის ანალიზი და შესაბამისი რეპორტის მომზადება;
- მარკეტინგული აქტივობების კალენდრის შედგენაში მონაწილეობის მიღება და შესრულება;
- მარკეტინგის მიმართულებით, არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებაში ჩართულობა, ურთიერთობა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა;
- მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
- განსაზღვრული სტრატეგიის შესაბამისად, კონტენტისა და სარეკლამო ვიზუალების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- იდენტურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
- B2B მარკეტინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სეგმენტური მარკეტინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:
- გუნდური მშაობის უნარი;
- ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- კრეატიული აზროვნებისა და პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
- დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი.
- პუნქტუალურობა.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე:
career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ
თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.