მიდეა კავკასია არის კომპანია, რომელსაც მინიჭებული აქვს ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლის სტატუსი კავკასიის რეგიონში HVAC ბაზარზე. რომელიც თავისი პროდუქციითა და სერვისით მოიცავს 5 სხვადასხვა მიმართულებას: კომერციული და ინდუსტრიული შენობების ტექნოლოგიები; ჭკვიანი სახლი; ელექტრო-მექანიკური კომპონენტები; რობოტიკა და ავტომატიზაცია; ციფრული ინოვაციები;
ცხადდება ვაკანსია კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- ბაზრის შესწავლა; კორპორატიული კლიენტების მოძიება-მოზიდვა;
- პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
- შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
- სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების მომზადება;
- კორპორარტიული კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი
- სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი;
- შედეგებზე შიდა ანგარიშგებების მომზადება.
- გაყიდვის პროექტის სრული მართვა
- მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობების დაგეგმარება და აღსრულება
- თანამდებობასთან ასოცირებული სხვა ფუნქციები (კომპეტენციის ფარგლებში)
პოზიციის მოთხოვნები
- საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- კარგი პრეზენტაბელური უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მაღალი თვითმოტივაცია.
მდებარეობა:ბათუმი;
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:vacancymplus@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 422 240 240
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.