სატრანსპორტო კომპანია „ვილსმენი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია „ვილსმენი“ - ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი სამყაროა. ჩვენი საქმიანობა მოითხოვს მასშტაბურ აზროვნებას. ამბიციების გარეშე წარმატებული ვერ იქნები. ჩვენი გუნდისთვის დამახასიათებელია მასშტაბური, თამამი იდეები, რაც გვეხმარება აქტუალურობისა და მოწინავე პოზიციების შენარჩუნებაში ჩვენს სფეროში.
კომპანიის ვებ-გვერდი: www.wheelsman.ge
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, გიორგი სააკაძის მოედანი
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებულს + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება. მონაცემთა ბაზების ფორმირება;
- გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
- შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
- გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და დაარქივება;
- დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სატრანასპორტო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- აუცილებელია რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
უნარ-ჩვევები:
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
- შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პრობლემური სიტუაციის მართვის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@wheelsman.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!