ლოგისტიკის მენეჯერი
თარიღები: 25 ნოე - 24 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@wheelsman.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 588551366

სატრანსპორტო კომპანია „ვილსმენი“ აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია „ვილსმენი“ - ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი სამყაროა. ჩვენი საქმიანობა მოითხოვს მასშტაბურ აზროვნებას. ამბიციების გარეშე წარმატებული ვერ იქნები. ჩვენი გუნდისთვის დამახასიათებელია მასშტაბური, თამამი იდეები, რაც გვეხმარება აქტუალურობისა და მოწინავე პოზიციების შენარჩუნებაში ჩვენს სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: www.wheelsman.ge


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსული შეკვეთების დროული დამუშავება;
  • სახმელეთო მიმართულებით ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა;
  • გადაზიდვების ორგანიზება და ტვირთის ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
  • გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და დაარქივება;
  • ახალი გადამზიდების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);


უნარ-ჩვევები:

  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციის მართვის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@wheelsman.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ლოგისტიკის მენეჯერი. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 588551366 


გისურვებთ წარმატებას!