შიდა გადაზიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კარგო პოლო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკა
ავტოიმპორტიორი კომპანია "Cargo Polo", წარმოადგენს თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ ლოჯისტიკურ კომპანიას, რომელიც ავტო დილერებს სთავაზობს სერვისის სრულ სპექტს ავტომობილის შეძენიდან მის საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე მიყვანის ჩათვლით. კომპანია ორიენტირებულია კორპორატიულ გაყიდვებზე და მომსახურებას უწევს მხოლოდ ავტო დილერებს.

ჩვენი მიზანია კარგად ნაცნობი ბიზნეს პროცესები და მათი შესრულების ხარისხი ავიყვანოთ ჯერ არნახულ ნიშნულებამდე, ავტოდილერებს შევუქმნათ კომფორტული გარემო და გავაცნოთ მათ თანამედროვე სერვისის ფასეულობები, რაც დაეხმარება მათ პროცესების გამარტივებასა და რესურსების დაზოგვაში.
Cargo Polo - ს პრემიუმ სერვისს პრემიუმ გუნდი ქმნის და სწორედ ამ გუნდისთვის ვეძებთ შიდა გადაზიდვების მენეჯერს.

განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი  16:00 – 02:00

ძირითადი ფუნქციები:
  • დისპეჩერების მონიტორინგი
  • გადამზიდებთან გადახდების ორგანიზება და აღრიცხვა
  • გაპრობლემებული სიტუაციების მოგვარებაში ჩართულობა და გადაჭრაზე ზრუნვა
  • ყოველთვიური რეპორტი უშუალოდ ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
  • ინგლისური ენის ცოდნა უმაღლეს დონეზე (Advanced);
  • რუსული ენის ცოდნა გამართულად სასაუბრო დონეზე;
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება, ჩაითველა უპირადტესობად.
  • ავტომობილების სპეციფიკაციებისა და მახასიათებლების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესად

პიროვნული მახასიათებლები:
  • დროის მენეჯმენტის სწორად განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ.
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი

Cargo polo დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ, საინტერესო და მეგობრულ გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@cargopolo.com  ( Subject-ში .მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)

გისურვებთ წარმატებებს!
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა