შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას სააბონენტო ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ხაშური
თანამდებობრივი ფუნქცია-მოვალეობები/ვალდებულებები:
- 09:00 საათზე სპეციალური სამუშაო ფორმით გამოცხადება, დადგენილი წესით, უშუალო ხელმძღვანელთან სავალდებულო ყოველდღიური ინსტრუქტაჟის გაცნობა და ხელმოწერით დადასტურება;
- ტექნიკური სამუშაოების წარმართვის განწესის მიხედვით სამუშაოს შესრულება, განწესის შევსება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.
- დაქვემდებარებულ უბანზე არსებული სააბონენტო ხაზის (სააბონენტო კოლოფიდან აბონენტთან შიდა ქსელის ჩათვლით) მომსახურება, ახალი აბონენტის ხაზის მოწყობა და სააბონენტო მოწყობილობების (გ/კოლოფი, ფილტრი, სპლიტერი, მოდემი, როუტერი, დეკოდერი) ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა ვადებისა და ტექ.ნორმების გათავლისწინებით;
- აბონენტების ბინაზე მომსახურება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინსტრუქტაჟის გაწევა;
- საჭიროების შემთხვევაში, აბონენტის შესაბამისი კომპეტენციის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან მიზნობრივი გადამისამართება.
- დაქვემდებარებულ უბანზე ყველა ტიპის საინსტალაციო სამუშაოების შესრულება;
- DSL, IPTV,GPON და სახაზო დაზიანებების აღმოფხვრა; განმეორებითი დაზიანებების პრევენციის მიზნით, სათანადო ზომების მიღება;
- ახალი ტელეფონის დასადგმელად ხაზების მოწყობა, წყვილების მოკვლევის და მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება;
- დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ხაზის მომსახურების უზრუნველყოფა, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე ორგანიზაციებში, სხვადასხვა სახაზო ნაგებობებზე (სხვენში, სახურავი, ბოძებზე გ/კარადებში, გ/კოლოფებთან).
- გატანილი სადგურის (ან კარადის) მომსახურების შემთხვევაში, ობიექტის გახსნისას და დახურვისას სიგნალიზაციის ჩართვა/გამორთვა, საჭიროების შემთხვევაში სადენების კროსში გადართვა;
- საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საკაბელო ქსელის სპეცილისტის დახმარება;
- სავალდებულოა მართვის მოწმობა
ბენეფიტები :
- თანამდებობრივად განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: მისამართზე: Vacancy.Regions@servicenetgroup.ge ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.