სტომატოლოგიური კლინიკა Dentagram აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, მიცკევიჩის ქუჩა N18
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-20:00; შაბათი 10:00-16:00
ანაზღაურება: 1000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კლინიკაში პაციენტების თავაზიანი მიღება, რეგისტრაცია, მართვა/გადამისამართება
- სალარო აპარატთან მუშაობა და თანხების კონტროლი
- პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ და შესაბამის ექიმთან ჩაწერა.
- კლინიკაში შემოსულ სატელეფონო ზარებსა და წერილებზე პასუხი.
- ორგანიზაციის შიდა დოკუმენტაციის მართვა და წარმოება.
- შიდა საოფისე საქმიანობის მართვა / ორგანიზება.
ზოგადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება; (სასურველია სამედიცინო სფერო)
- სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და ადმინისტრირების უნარები
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
თუ ხართ ენერგიული, კომუნიკაბელური, პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი, გაქვთ ეფექტური კომუნიკაციის უნარი და დაინტერესებული ხართ მსგავსი ვაკანსიით, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:
info.dentagram@gmail.comკლინიკის სპეციფიკიდან გამომდინარე ადგილზე შეგასწავლით დამატებით დეტალებს.