ადმინისტრატორი
2xP PRIORITY Dentagram
თარიღები: 25 ნოე - 24 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია:  ადმინისტრატორი სამედიცინო:  სტომატოლოგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info.dentagram@gmail.com
სტომატოლოგიური კლინიკა Dentagram აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, მიცკევიჩის ქუჩა N18
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-20:00;  შაბათი 10:00-16:00  
ანაზღაურება: 1000 ლარი 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კლინიკაში პაციენტების თავაზიანი მიღება,  რეგისტრაცია, მართვა/გადამისამართება 
  • სალარო აპარატთან მუშაობა და თანხების კონტროლი
  • პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ და შესაბამის ექიმთან ჩაწერა.
  • კლინიკაში შემოსულ სატელეფონო ზარებსა და წერილებზე პასუხი.
  • ორგანიზაციის შიდა დოკუმენტაციის მართვა და წარმოება.
  • შიდა საოფისე საქმიანობის მართვა / ორგანიზება.

ზოგადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება; (სასურველია სამედიცინო სფერო)
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და ადმინისტრირების უნარები
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა

თუ ხართ ენერგიული,  კომუნიკაბელური, პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი, გაქვთ ეფექტური კომუნიკაციის უნარი და დაინტერესებული ხართ მსგავსი ვაკანსიით,  გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info.dentagram@gmail.com
კლინიკის სპეციფიკიდან გამომდინარე ადგილზე შეგასწავლით დამატებით დეტალებს.