ახალ აბონენტებთან ურთიერთობის სამსახურის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი ენერჯი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ენერგეტიკა: ენერგეტიკა (ზოგადი)
შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ახალ აბონენტებთან ურთიერთობის სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო, სპეციალური ან /და უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უმაღლესი განათლების არქონის შემთხვევაში);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;

დამატებითი მოთხოვნები:
  • მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და მოემსახუროს მომსახურების სივრცეებში ვიზიტორებს, რომელთაც სურთ ისარგებლონ შპს „თბილისი ენერჯის“ სერვისებით;
  • ვიზიტორთა მომსახურება განახორციელოს ეთიკის ნორმებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვით;
  • მომსახურების გაწევისას დაიცვას კომპანიის იმიჯი და საქმიანი რეპუტაცია;
  • მიიღოს და დადგენილი წესით დაარეგისტრიროს მოქალაქეთა განცხადებები და წერილები;
  • მოემსახუროს მოქალაქეებს დადგენილი წესის შესაბამისად, სატელეფონო და მომართვის სხვა არხებით, საჭიროებისამებრ;
  • დადგენილი წესით განახორციელოს მოქალაქეთა საინფორმაციო უზრუნველყოფა, მათი განაცხადის/განცხადების, წერილებისა და მომართვების მიმდინარეობასთან დაკავშირებით;
  • კომპანიის შიდა სამართლებრივი აქტებით დამტკიცებული სტანდარტული ხელშეკრულებების გაფორმება და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში ან მონაცემთა ბაზაში ასახვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთა პირადი ბარათების ანალიზი;
  • განიხილოს მოქალაქეების მიერ წამოჭრილი სადავო საკითხები, ჰქონდეს მათზე კანონმდებლობით დადგენილი რეაგირება და მოახდინოს უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს მოქალაქეებთან უკუკავშირი კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით;
  • საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის დავალებით, განახორციელოს კომპანიის მიერ გაწეული სერვისების მოქმედ კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • სამსახურის უფროსის მყისიერი ინფორმირება იმ გარემოების შესახებ, რომელიც აფერხებს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ან/და მიღებული დავალებების ჯეროვნად შესრულებას, აგრეთვე საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმთელობას ან კომპანიის ქონებას;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი სამსახურეობრივი დარღვევის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • საჭიროების შემთხვევაში სტაჟირების პროცესის კურირება, მიმაგრებული სტაჟიორის ზარებისა და გაცემული პასუხების მონიტორინგი;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • კურატორი დირექტორის, დეპარტამენტის უფროსის და/ან სამსახურის უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება;

უნარ-ჩვევები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

კონკურსში მონაწილეობისათვის   აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
  • რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)

ჩვენ  გთავაზობთ:
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შპს ,,თბილისი ენერჯის“ მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები;
ანაზღაურება კონკურენტული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე  გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: vacancies@te.ge   (ელ. ფოსტის "subject" ველში  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
რეზიუმეს  მიღების  ბოლო ვადა:  2024 წლის 25 დეკემბერი;
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/  ან ჩვენი ოფიციალური  ვებ-გვერდით   https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება  გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
ასევე გაცნობებებთ, რომ  თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი  რეზიუმე  განხილულ იქნეს კომპანიის  მიერ სხვა სამომავლო,  პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე vacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი:  „თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში.“ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
  შპს „თბილისი ენერჯი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.