მონიტორინგის სპეციალისტი
თარიღები: 25 ნოე - 24 დეკ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1300
უშიშროება/დაცვა:  ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@eltbg.com
კომპანია ,,ელთ ბილდინგი" 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე და მალევე მოიპოვა აღიარება და ნდობა. კომპანია ფლობს ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნესის სტატუსა და ჯილდოს.
უძრავი ქონების ჩვენთან შეძენისას მომხმარებლები იღებენ კომფორტული ცხოვრების, დასვენებისა და მომგებიანი ინვესტიციისათვის ყველანაირი პირობას. 
ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში საქართველოში. ისეთი პროექტები, როგორიც არის "ELT Quarter" ბათუმში და "Spanish Quarter" თბილისში, ნამდვილად გვაძლევს ამის თქმის საფუძველს, რადგან ეს არის ახალი სიტყვა, კონცეფცია და მოდელი სამშენებლო დეველოპერული ბაზრის სეგმენტში.
,,ელთ ბილდინგს" უნიკალურს ხდის არა მხოლოდ მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, სასტუმროს სტილის სერვისებისა და დიზიანის არსებობა კომპლექსებსა და აპარტამენტებში, არამედ მუდმივი ფოკუსირება მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე.

კომპანია ,,ელთ ბილდინგი" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 1300 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 40სთ კვირაში

ჩვენი შემოთავაზებაა:
  • კომფორტული სამუშაო პირობები;
  • კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა
  • წახალისების სისტემა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილების განხორციელება;
  • მონიტორინგისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოს გამოყენება (სააღრიცხვო პროგრამა, ვიდეო მონიტორინგი); 
  • ვიდეო მონიტორინგის ჩანაწერების ამოღება, კლასიფიცირება და დაარქივება; 
  • მონიტორინგის სისტემების ნებისმიერი გაუმართაობის შესახებ შესაბამისი სამსახურისთვის მიმართვა; 
  • უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული ანგარიშების/მოხსენებების წარდგენა; 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მონიტორინგის სამსახურში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა B1 დონეზე.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
  • დისციპლინირებული და პასუხისმგებლიანი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com .  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება -  ,,მონიტორინგის სპეციალისტი“, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება საწყობისა და ბუღალტერიის სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

წარმატებებს გისურვებთ!