აკადემიური კონკურსი

თბილისი სრული განაკვეთი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
მივლინება: არა
განათლება: დოქტორი ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება: პროფესორი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი  2024 წლის 22 ნოემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:

1)თეოლოგიის ფაკულტეტზე აკადემიური ნიშნით შემდეგ სპეციალობებზე:

  • პროფესორი პატრისტიკის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით;
  • პროფესორი საეკლესიო სამართლის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი,  აფილირების პირობით;
  • პროფესორი საეკლესიო ისტორიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით;
  • ასოცირებული პროფესორი რელიგიების ისტორიის მიმართულებით - 1 ვაკანტური  ადგილი.

     

    სამართლის ფაკულტეტზე აკადემიური ნიშნით შემდეგ სპეციალობებზე:

    2)პროფესორი აფილირების პირობით, კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;

    • ასოცირებული პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით;
    • ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო კერძო სამართლის, საინვესტიციო და შრომის სამართლის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით; 
    • ასოცირებული პროფესორი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით;
    • ასოცირებული პროფესორი ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული საპროცესო და ენერგეტიკის სამართლის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით;
    • ასისტენტი ადმინისტრაციული სამართლის, სამეწარმეო წესრიგისა და პრივატიზების სამართლის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით;
    • ასოცირებული პროფესორი სისხლის სამართლის პროცესის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი.

       

      3) ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე:

      აკადემიური ნიშნით შემდეგ სპეციალობებზე:

      • პროფესორი ტურიზმის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით;
      • ასოცირებული პროფესორი მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით;
      • ასოცირებული პროფესორი კალკულუსისა და გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით- 1 ვაკანტური ადგილი;
      • ასოცირებული პროფესორი კალკულუსის, მონაცემთა ანალიზისა და ბიზნესმოდელირების მიმართულებით ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე - 1 ვაკანტური ადგილი;
      • ასოცირებული პროფესორი ფინანსებისა და საგადასახადო საქმის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;


        პროფესიული ნიშნით შემდეგ სპეციალობაზე:

        ასოცირებული პროფესორი მენეჯმენტისა და ლიდერობის მიმართულებით -1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით;

         სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემდეგ სპეციალობებზე:

        • ასოცირებული პროფესორი ქართული ენის ფილოლოგიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით; 
        • ასოცირებული პროფესორი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით - 2 ვაკანტური ადგილი;
        • ასოცირებული პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
        • ასოცირებული პროფესორი თარგმანისა და ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე  - 1 ვაკანტური ადგილი;
        • ასისტენტ-პროფესორი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით;
        • ასისტენტ-პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
        • ასოცირებული პროფესორი ფსიქოლოგიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
        • ასისტენტი იურიდიული ფსიქოლოგიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
        • ასისტენტი ისტორიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით.
        თუ  კანდიდატი ვერ დააკმაყოფილებს გამოცხადებულ მოთხოვნებს ის ვერ აირჩევა აკადემიურ თანამდებობაზე.

        აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვროს:

         ძირითადი კრიტერიუმი:

        • აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დამადასტურებელი ძირითადი კრიტერიუმი:
        • პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 
        • შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;

         

        ასოცირებული-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

        • შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს; 

         

        ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

        შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი და რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს; 

         

        ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

        შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

         

        პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დამადასტურებელი ძირითადი კრიტერიუმები:

        ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

        თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 7 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან, ამასთან, შესაბამისი მიმართულებით ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, რაც დასტურდება გამოქვეყნებებითა და განმავითარებელ ღონისძიებებში მონაწილეობით და რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;

         

        გ) დამატებითი კრიტერიუმები:

        აკადემიური ნიშნით შერჩევისას: 

        • სასწავლო კურსის სილაბუსი;
        • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო
        • ნაშრომები/პუბლიკაციები;
        • საერთაშორისო გამოქვეყნებები;

         

        პროფესიული ნიშნით შერჩევისას: 

        • სასწავლო კურსის სილაბუსი;
        • მიღწევები პროფესიულ საქმიანობაში;
        • სწავლების გამოცდილება;
        • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო
        •  ნაშრომები/პუბლიკაციები; 

         

        ინგლისური ენის კომპონენტი:

        ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე დადასტურებული სერტიფიკატით, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილებით ან/და გამოცდით. მხოლოდ ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე.

         

         

        კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:


        ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; (იხ. განცხადების ფორმა)

        ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო

        ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და

        სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);

        გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);

        დ) ავტობიოგრაფია (CV) შევსებული ამ ბრძანების დანართი #1-ის შესაბამისად; (იხილეთ CV - ის ფორმა)

        ე) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო

        ნაშრომების/პუბლიკაციების სია;

        ვ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები:


        პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

        • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი 
        • არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი


        ასოცირებული-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

        აკადემიური ნიშნით:

        • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი 
        • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი


        პროფესიული ნიშნით:

        • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
        • შესაბამის დარგშისფეროში წამყვან თანამდებობებზე არანაკლებ 7 წლის მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
        • შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობის დამადასტურებელი ინფორმაცია,  რაც დასტურდება გამოქვეყნებებითა და განმავითარებელ ღონისძიებებში მონაწილეობით;
        • პროფესიულ საქმიანობაში მიღწევებს შესახებ ინფორმაცია;
        • სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;


        ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

        • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;


        ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

        • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა და დოქტორანტურაში სწავლის ცნობა;

         შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.


        ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე დადასტურებული სერტიფიკატითინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილებით ან/და გამოცდით (მხოლოდ ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე).

        თ) სასწავლო კურსის სილაბუსი; 

         

        შენიშვნა: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას წარმოადგინოს:

        ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;

         ცნობა „უფლების ჩამორთმევის შესახებ“ .

         

        პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 8 (რვა) წლის ვადით;

        ასოცირებული პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 6 (ექვსი) წლის ვადით;

        ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 (ოთხიწლის ვადით;

         

        დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.

        კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების  მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: +995 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge 

        საბუთების მიღება განხორციელდება  2024 წლის 23 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge ან უნივერსიტეტში მისამართზე: კალისტრატე ქუთათელაძის ქ.N 3, 205 კაბინეტში.დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი  ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 577347700.

        საკონკურსო კომისია მუშაობას  განახორციელებს 2024 წლის 27 დეკემბრიდან..

        კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2024 წლის  30 დეკემბრამდე.

        კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.

        მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა