თარიღები: 25 ნოე - 24 დეკ |
მდებარეობა: თბილისი |
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი |
მივლინება: არა |
განათლება: დოქტორი |
ენები: ინგლისური |
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@sabauni.edu.ge |
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 577347700 |
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2024 წლის 22 ნოემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:
1)თეოლოგიის ფაკულტეტზე აკადემიური ნიშნით შემდეგ სპეციალობებზე:
სამართლის ფაკულტეტზე აკადემიური ნიშნით შემდეგ სპეციალობებზე:
2)პროფესორი აფილირების პირობით, კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
3) ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე:
აკადემიური ნიშნით შემდეგ სპეციალობებზე:
პროფესიული ნიშნით შემდეგ სპეციალობაზე:
ასოცირებული პროფესორი მენეჯმენტისა და ლიდერობის მიმართულებით -1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით;
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემდეგ სპეციალობებზე:
ძირითადი კრიტერიუმი:
ასოცირებული-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი და რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დამადასტურებელი ძირითადი კრიტერიუმები:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 7 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან, ამასთან, შესაბამისი მიმართულებით ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, რაც დასტურდება გამოქვეყნებებითა და განმავითარებელ ღონისძიებებში მონაწილეობით და რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;
გ) დამატებითი კრიტერიუმები:
აკადემიური ნიშნით შერჩევისას:
პროფესიული ნიშნით შერჩევისას:
ინგლისური ენის კომპონენტი:
ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე დადასტურებული სერტიფიკატით, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილებით ან/და გამოცდით. მხოლოდ ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; (იხ. განცხადების ფორმა)
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო
ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და
სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
დ) ავტობიოგრაფია (CV) შევსებული ამ ბრძანების დანართი #1-ის შესაბამისად; (იხილეთ CV - ის ფორმა)
ე) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო
ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
ვ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ასოცირებული-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
აკადემიური ნიშნით:
პროფესიული ნიშნით:
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
ზ) ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე დადასტურებული სერტიფიკატით, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილებით ან/და გამოცდით (მხოლოდ ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე).
თ) სასწავლო კურსის სილაბუსი;
შენიშვნა: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას წარმოადგინოს:
ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
ცნობა „უფლების ჩამორთმევის შესახებ“ .
პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 8 (რვა) წლის ვადით;
ასოცირებული პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 6 (ექვსი) წლის ვადით;
ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 (ოთხი) წლის ვადით;
დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: +995 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge
საბუთების მიღება განხორციელდება 2024 წლის 23 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge ან უნივერსიტეტში მისამართზე: კალისტრატე ქუთათელაძის ქ.N 3, 205 კაბინეტში.დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 577347700.
საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2024 წლის 27 დეკემბრიდან..
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2024 წლის 30 დეკემბრამდე.
კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.