უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „ოტიუმ დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლისთვის პროდუქტისა და მისი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
- პროდუქტის რეალიზება;
- არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 1 ან 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში;
- ინგლისური/რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად);
- გამართული მეტყველებისა და წერითი უნარები;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- თავდაჯერებულობა;
- ორგანიზებულობა;
სამუშაო ადგილი:
- ქალაქი ბათუმი
- ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი +ბონუსი
სამუშაო საათები:
სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 18:00 საათამდე, შაბათი დღე - 12:00 დან 17:00 საათამდე
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად.
თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.