ჩვენ შესახებ:
Red House არის უძრავი ქონების სააგენტო, რომელიც ბაზარზე დამკვიდრებულია როგორც სანდო და ინოვაციური პარტნიორი. ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას და მუდმივად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება.
რას ვეძებთ ჩვენ:
ვეძებთ მოტივირებულ, გამოცდილი და პასუხისმგებლობის მქონე მენეჯერს, რომელიც ითავისებს გუნდის მართვას, სტრატეგიული მიზნების მიღწევას და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას.
მთავარი მოვალეობები:
- გუნდის ეფექტური მართვა და მოტივაცია.
- სამუშაო პროცესების ორგანიზება და მონიტორინგი.
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
- ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების გამოვლენა.
- კლიენტებთან ურთიერთობის მართვა და კომპანიის პოზიტიური იმიჯის შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება.
- უძრავი ქონების ბაზრის ცოდნა (სასურველია).
- გუნდის მართვის უნარი და ლიდერული უნარები.
- შედეგებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა (სხვა ენის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება).
რას გთავაზობთ ჩვენ:
- მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო.
- კონკურენტული ანაზღაურება და ბონუს სისტემა.
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვის შესაფერისია, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე .
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გელოდებით, რომ გახდეთ ჩვენი წარმატებული გუნდის ნაწილი!