დამხმარე ბუღალტერი
1xP PRIORITY ნოვა
თარიღები: 22 ნოე - 21 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტრის თანაშემწე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@nova.ge
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას  „დამხმარე ბუღალტრის“  პოზიციაზე ქ. თბილისში

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტებსა და საამქროებში ნედლეულის და მასალების შეძენისა და პროდუქციის წარმოების საკითხებზე საჭირო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი;
  • გაყიდვების პირველადი დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი (ელ-სასაქონლო ზედნადები, ელ-დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი - გამოწერა / კორექტირება/გაუქმება)
  • სამეურნეო მოვლენების კანონიერების კონტროლი და სათანადო დოკუმენტების დროულად და სწორად გაფორმება;
  • შემოსავლების სამსახურისთვის ყოვეთვიური ანგარიშების წარსადგენად საჭირო ინფორმაციის დამუშავება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა;
  • მუშაობის პროცესში ხარვეზების გამოვლენა და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • სასურველია 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • თავაზიანი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • დისციპლინირებული;
  • ენერგიული;
  • შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება - შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი - სრული

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 22 დეკემბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ „ დამხმარე ბუღალტერი თბილისი“
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.