სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “
ნოვა” (
www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას „
მძღოლის“ პოზიციაზე თბილისში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტისთვის პროდუქციის დროული და ხარისხიანი მიწოდება;
- კლიენტთა მომსახურება და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
- გადასაზიდი საქონლის ვიზუალური დათვალიერებით შეფასება და მითვლა, ასევე მომხმარებლისთვის ჩაბარება;
- მანქანის ძარაზე საქონლის სწორად დალაგება-განაწილება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მაქსიმალური დაცულობა და უსაფრთხოება;
- ავტო-მანქანის მოვლა-პატრონობა და და სისუფთავე;
- საგზაო წესების დაცვა;
- დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 15 ტონამდე ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
- მართვის მოწმობა (E კატეგორია);
სასურველი უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლიანი;
- დისციპლინირებული;
- ენერგიული;
- შრომისმოყვარე;
- პუნქტუალური.
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურება - შეთანხმებით;
- სამუშაო გრაფიკი - სრული;
- განაცხადის მიღების ბოლო ვადა -2024 წლის 22 დეკემბერი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე
hr@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ „მძღოლი თბილისი“.
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.