სოციალური მედიის მენეჯერი
2xP PRIORITY GMC Motors
თარიღები: 04 დეკ - 21 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ინტერნეტ მარკეტინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@eg.ge
შპს  ჯიემსი მოტორსი   LTD "GMC Motors"  წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  უმსხვილეს ლიდერ კომპანიას საქართველოში, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებს, მისაბმელ აღჭურვილობას და შესაბამის ნაწილებს. 
კომპანია  აცხადებს  ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე 
 
მოვალეობები: 
  • სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება; 
  • ვებგვერდის და სოციალური ქსელების მართვა, განვითარება; 
  • განხორციელებული ონლაინ კამპანიის ეფექტურობის შეფასება და მენეჯმენტთან რეპორტინგი;  
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში/ვებ გვერდზე და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება; 
  • ყოველდღიურად ინფორმაციული პოსტების განთავსება 
  • კომპანიის ვებ-გვერდზე სიახლეების დამატება; 
  • მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ პრობლემებზე დროული რეაგირება; 
  • კომპანიების სოციალური გვერდების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი  
  • იდეების გენერირება, კონტენტის კალენდრის შექმნა, დაგეგმილი კამპანიების განხორციელება; 
  • ყოველთვიური სტატისტიკური რეპორტის მომზადება სოც ქსელებში აქტივობის შესახებ; 
 
მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება: მარკეტინგის, სოციალური მედია-მენეჯმენტის მიმართულებით; 
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის, სოციალური მედიის მართვის მიმართულებით. 
  • Google Analytics, Google Ads მუშაობის გამოცდილება; 
  • Facebook Ads, Business Manager-ის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • ონლაინ კონტენტის შექმნის მიმართულებით გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის ცოდნა/ქართული ენის გამართულად ცოდნა 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Powerpoint, Facebook Ads Manager, Google Ads, Google Analytics) 
 
სამუშაო პირობები: 
  •  სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00 
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-12 კმ 
  • ანაზღაურება: შეთანხმებით ინდივიდუალურ გასაუბრებაზე; 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@eg.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 
კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/LOVOL.GMC?locale=ka_GE 
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით. 
 
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eg.ge