სათადარიგო ნაწილების საწყობის მენეჯერი
2xP PRIORITY GMC Motors
თარიღები: 04 დეკ - 21 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@eg.ge
შპს  ჯიემსი მოტორსი   LTD "GMC Motors"  წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  უმსხვილეს ლიდერ კომპანიას საქართველოში, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებს, მისაბმელ აღჭურვილობას და შესაბამის ნაწილებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სათადარიგო ნაწილების საწყობის მენეჯერის პოზიციაზე

მოვალეობები:
  • საწყობში მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა/ მონიტორინგი;
  • პროდუქციის მიღება და სწორად დასაწყობება
  • საწყობში წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების კონტროლი და პროდუქციის უწყვეტობის მიზნით, შეკვეთების სწორად წარმოება;
  • საწყობში პროდუქციის გეგმური აღწერის წარმოება და მასთან დაკავშირებული სამუშაოების სწორად შესრულება.
  • სასაწყობე პროცედურების დანერგვა/გამართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია ავტონაწილების საწყობში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2-3 წელი
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე (მენეჯერულ პოზიციაზე) მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა სასურველია.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდის მართვის და საქმის დელეგირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-12 კმ
  • ანაზღაურება: შეთანხმებით ინდივიდუალურ გასაუბრებაზე

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@eg.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება
კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/LOVOL.GMC?locale=ka_GE
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eg.ge