დამტვირთველის მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი Legi
მივლინება: არა ხელფასი: 1200
განათლება: პროფესიული კოლეჯი ენები: რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მსუბუქი ტექნიკა/ამწე სამშენებლო, უძრავი ქონება: მძიმე ტექნიკით ოპერირება
შპს “ლეგი” დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას, რომელიც 2011 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბეტონის ნაკეთობების წარმოების ბაზარზე.
შპს „ლეგის“ საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას.
შპს „ლეგი“ ორიენტირებულია კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

კომპანია „ლეგი“ აცხადებს ვაკანსიას დამტვირთავის მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - თბილისი, დიდი ლილო, იალნოს ქ. #27

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწარმოს ტერიტორიის, შიდა და გარე საწყობის მოწესრიგება.კლიენტის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება, კონსულტაციის გაწევა.
  • უზრუნველყოს დატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება უსაფრთოების წესებისა და ნორმატივების დაცვით, უზრუნველყოს მოძრაობის წესების დაცვა და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილება.
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად პროდუქციის დახარისხება სხვა და სხვა მახასიათებლების მიხედვით პროდუქციის შეგროვება და საწყობში გადატანა;
  • უზრუნველყოს უშუალო ხელმძღვანელობის მიერ დადგენილი დავალებების შესრულება საწყობში არსებული საქონლის განთავსებასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით;
  • პროდუქციის გაყიდვისას პროდუქციის გასაყიდად, დასატვირთად მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • დამტვირთველის შესაბამისი მართვის მოწმობა ;
  • ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@legi.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!