შპს “ლეგი” დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ბეტონის ნაკეთობების წარმოების ბაზარზე, რომლის საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით.
კომპანია „ლეგი“ აცხადებს ვაკანსიას წუნმდებელის და შემდუღებლის პოზიციაზე.
წუნმდებელის ფუნქცია-მოვალეობები:
- მზა პროდუქციის შემოწმება პროდუქციის დათვლა და ჩაბარება, პროდუქციის ვიზუალური კონტროლი,უდეფექტო პროდუქციის მიწოდების მიზნით;
- წუნდებული პროდუქციის აღწერა და კონტროლი;
- წუნდებული პროდუქციის აღმოჩენისთანავე წუნდებულში გადატანა;
შემდუღებელის ფუნქცია-მოვალეობა:
- უნდა შეეძლოს ნებისმიერი ნივთის ხარისხიანად შედუღება.
- სასურველია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შემდუღებლის პოზიციაზე.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@legi.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!