სექციის/კატეგორიის გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 22 ნოე - 21 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@domino.com.ge

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.


ჰიპერმარკეტი დომინო“ აცხადებს ვაკანსიას სექციის/კატეგორიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, სამუშაო გეგმის შედგენა და მათ მიერ განხორციელებული გაყიდვების და მომსახურების პროცესის მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებული პერსონალის დავალებათა შესრულების კონტროლი, შესრულების ხარისხის შეფასება;
  • დაქვემდებარებული პერსონალის სამოტივაციო  სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • სექციის გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი;
  • ფასების კორექტირება, აქციების და ფასდაკლებების განხორციელება;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკება და  მათთან კომერციული პირობების შეთანხმება;
  • პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა;
  • მაღაზიის დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (საცალო/პირდაპირ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • 1C ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;


პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ძლიერი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;


პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა
  • სამუშაო საათები: 09:00-19:00 სთ (1 საათი შესვენება)
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო);
  • Fitpass;


თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ 

გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge  

ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!