ინდივიდუალური ანაზღაურების მენეჯერი
თარიღები: 22 ნოე - 21 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@ipsp.ge
 სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას  ინდივიდუალური  ანაზღაურების  მენეჯერის  პოზიციაზე. 
  
ძირითადი  მოვალეობები:     
  • დაზღვეული მომხმარებლის კონსულტირება, მათი დაკვალიანება/ინფორმირება;  
  • დაზღვეულთა თანხის ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება, ანალიზი, პროგრამაში აღრიცხვა;  
  • დაზღვეულთა თანხის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღება გარკვეული ლიმიტის ფარგლებში.  
   
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება; 
  • სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • სასურველია უცხო ენის ( ინგლისური) სასაუბრო დონეზე ცოდნა;  
   
პიროვნული თვისებები და უნარები:  
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;  
  • თავაზიანობა და დიპლომატიურობა;  
  • დამარწმუნებლობა და კარგი არგუმენტაციის უნარი;  
  • პუნქტუალობა და აკურატულობა;  
  • კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი.  
   
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ipsp.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.  
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ სს "პსპ დაზღვევამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@ipsp.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 185 555). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "პსპ დაზღვევა"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც სს "პსპ დაზღვევა"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.