შპს პისიშოპ.ჯი, კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.
კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის და ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
კომპანია „პისიშოპ.ჯი“ აცხადებს ვაკანსიას სერვისის თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ხელფასი: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 10დან - 19 საათამდე.
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
- სერვისში მოსულ მომხმარებლებთან ურთიერთობა, შეკვეთების მიღება და გაფორმება;
- კომპანიის და მისი კლიენტების კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერა;
- პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
- კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- კომპიუტერის აწყობა;
- ნაშთების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისურო ენის ფლობა და სასურველია რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- პრეზენტაბელურობა;
- მოტივირებულობა;
- თვითშესწავლის უნდარი
- სიახლეების ძიების სურვილი და თვითგანვითარებაზე ზრუნვა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სწავლას და კარიერულ წინსვლას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@pcshop.ge არაუგვიანეს გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურის ველში.