Clocks hotel აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ადმინისტრატორის პოზიციაზე.
CLOCKS HOTEL Tbilisi გახლავთ 65 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში. სასტუმროში დანერგილია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტები და პრაქტიკები, მათ შორის, შენობის გეგმარების, უსაფრთხოებისა და მენეჯმენტის ნაწილში. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და
გამორჩეულია განსაკუთრებული კონცეფციითა და დახვეწილი დიზაინით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: 5/2 8 საათიანი ცვლები
პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მეგობრული მიღება-განთავსება;
- პროგრამა FINA -ში სტუმრის შესახებ ინფორმაციის შეყვანა;
- ჩამომსველი / ახალი სტუმრების სიის ყოველდღიური შემოწმება;
- სტუმრების მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი რეაგირება; მათ კითხვებზე დროული პასუხი პოზიტიური შედეგის მისაღწევად;
- სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება უმოკლეს ვადაში
- სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება კომპანიის სტანდარტ შესაბამისად;
- ფლობდეს განახლებულ ინფორმაციას სასტუმროს ოთახის კატეგორიების, ფასების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ, რათა შეძლოს სტუმრებისთვის მისი კომპენტენციის ფარგლებში სტუმრების მიღება - განთავსება;
- დანაკარგების თავიდან აცილება სათანადო კრედიტ პოლიტიკის განხორციელების გზით და კომპანიაში დანერგილი Cash policy - ის შესაბამისად მოქმედება
- ცვლების გადაბარება კომპანიაში დანერგილი სტანდარტის შესაბამისად
- სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის რეპორტების გამზადება/მიწოდება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
- მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
კომპანია არის სწრაფად მზარდი თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი მართვის ევროპული სტანდარტებით. ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის თუ ასაკის, სტატუსის თუ კუთვნილების, ან სხვა შეხედულების გამო.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე
Career@clockshotels.com და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი გარემო ჩვენი სტუმრებისთვის. გთხოვთ, მიუთითოთ საგნის ხაზში პოზიციის სათაური.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 დეკემბერი.
გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!