გუნდის წევრი

თბილისი სრული განაკვეთი Mcdonalds Georgia
მივლინება: არა ხელფასი: 1000
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სწრაფი კვების თანამშრომელი
მაკდონალდს საქართველო აცხადებს ვაკანსიას გუნდის წევრის პოზიციაზე.  
გახდი გამორჩეული გუნდის წევრი და იზრუნე შენს კარიერულ ზრდაზე 

სამუშაო პირობები: 
  • სრული სამუშაო განაკვეთი: მოქნილი გრაფიკი, რომელიც მორგებულია ინდივიდუალურად შენზე. 
  • ადგილმდებარეობა: თბილისი 
 
ანაზღაურება: 
  • საათობრივია და შესაბამისად ოდენობა დამოკიდებულია თვის ჭრილში ნამუშევარ საათების რაოდენობაზე; 
  • სრული სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში შეადგენს 1000 ₾;  
  • ანაზღაურება მზარდია შიდა პოლიტიკით გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად, პირველი ზრდა მუშაობის დაწყებიდან სამ თვეში მოხდება;  
  • ღამის ცვლაში მუშაობის შემთხვევაში გაზრდილი საათობრივი ტარიფი;  
 
ბონუსი:  წელიწადში ორჯერ, შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის მიხედვით.   
  • იმუშავე სასიამოვნო გარემოსა და მეგობრულ გუნდში;  
  • შეიქმენი პირადი შემოსავლის წყარო;  
  • მიიღე გამოცდილება სტაბილურ, საერთაშორისო კომპანიაში;  
  • იმუშავე შენზე მორგებული გრაფიკით. 

რას გთავაზობს მაკდონალდსი? 
  • დაწინაურების შესაძლებლობა 6 თვეში ერთხელ : გუნდის წევრი -> ინსტრუქტორი -> მენეჯერი  
  • 70% ფასდაკლება მაკდონალდსის პროდუქციაზე; 
  • მაქსიმალური ხელშეწყობა სამუშაო განრიგის შედგენისას, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სწავლისა და მუშაობის მარტივად შეთავსებას; 
  • ინდივიდუალური მიღწევების მასტიმულირებელი პროგრამები – თვის/წლის საუკეთესო თანამშრომელი, თვის/წლის სადგურის საუკეთესო თანამშრომელი, თანამშრომელთა დაბადების დღის პროგრამა, ბიზნეს პარტნიორის აღიარების პროგრამა; 
  • გუნდური მიღწევების მასტიმულირებელი პროგრამები –გუნდის საღამოები, შიდა გუნდური კონკურსები, ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მასტიმულირებელი სპორტული ღონისძიება, ექსკურსია და სხვა; 
  • შიდა ტრენინგები. 
 
ინფორმაცია მთავარი მოთხოვნებისა და გუნდის წევრის პოზიციის ვალდებულებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს კარიერის გვერდზე.   
შეავსე ანკეტა შემდეგ მისამართზე: CAREERS.MCDONALDS.GE  

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე