ბუღალტერ-ოპერატორი
2xP PRIORITY HH Recruitment
თარიღები: 22 ნოე - 02 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტრის თანაშემწე მოლარე (ბუღალტერია) ბუღალტერ-ოპერატორი საგადასახადო ექსპერტი სტაჟიორი (ბუღალტერია) ხელფასები (ბუღალტერია) ბუღალტერ - აღმრიცხველი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში, ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს ჰიგიენური საშუალებების დისტრიბუციის მიმართულებით.

 

სამუშაო აღწერილობა:

  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება, როგორიცაა: ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, ანგარიშ ფაქტურა, ინვოისი, სალაროს გასავლისა და შემოსავლის ორდერი; სალაროსა და ტერმინალის გადახდის ქვითარი და სხვა საჭირო ოპერაციები;
  • სალაროს ოპერაციების (აგენტ + ) მონიტორინგი და ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
  • ბანკის ამონაწერის ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
  • ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებული გატარებების წარმოება;
  • დებიტორული დავალიანებების ნაშთების შედარება და კონტროლი;
  • შიდა კომპანიის პროტოკოლის მიხედვით, საქმიანობასთან დაკავსირებული რეპორტების წარმოება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებების შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მნიშვნელოვანია 1C ოპერატორის პოზიციაზე 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია სადისტრიბუციო ინდუსტრიაში;
  • ბაკალავრის ხარისხი სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან საბუღალტრო მიმართულებით;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV გამოხმაურების ღილაკის მეშვეობით.

გისურვებთ წარმატებებს!