დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში, ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს ჰიგიენური საშუალებების დისტრიბუციის მიმართულებით.
სამუშაო აღწერილობა:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება, როგორიცაა: ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, ანგარიშ ფაქტურა, ინვოისი, სალაროს გასავლისა და შემოსავლის ორდერი; სალაროსა და ტერმინალის გადახდის ქვითარი და სხვა საჭირო ოპერაციები;
- სალაროს ოპერაციების (აგენტ + ) მონიტორინგი და ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
- ბანკის ამონაწერის ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
- ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებული გატარებების წარმოება;
- დებიტორული დავალიანებების ნაშთების შედარება და კონტროლი;
- შიდა კომპანიის პროტოკოლის მიხედვით, საქმიანობასთან დაკავსირებული რეპორტების წარმოება;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მნიშვნელოვანია 1C ოპერატორის პოზიციაზე 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია სადისტრიბუციო ინდუსტრიაში;
- ბაკალავრის ხარისხი სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან საბუღალტრო მიმართულებით;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV გამოხმაურების ღილაკის მეშვეობით.
გისურვებთ წარმატებებს!