ქიმიური ანალიზების ლაბორანტი
თარიღები: 22 ნოე - 21 დეკ
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული ინგლისური
ინჟინერია:  ქიმიური ინჟინერია მეცნიერება/განათლება:  ლაბორატორიის ასისტენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@uglubricants.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995551627551
მისამართი: ავტომშენებლის N 88
ქართულ-უკრაინული კომპანია შპს „უჯ ლუბრიკანტს“ აწარმოებს სამანქანო ზეთებს და საპოხ მასალებს. 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე ქ. ქუთაისში და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს. მრავალი წლის განმავლობაში უკრაინაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში საქართველოში. ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან ზრდასა და განვითარებაზე.

 შპს „უჯ ლუბრიკანტს“  აცხადებს ვაკანსიას ქიმიური ანალიზების ლაბორანტის პოზიციაზე.
https://uglubricants.com/about-us-en/

მდებარეობა: ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საქონლის (ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების და მზა პროდუქციის) ფიზიკური, ქიმიური და სხვა ანალიზების ჩატარება.
  • საქონლის ხარისხის კონტროლი სტანდარტების, პირველადი დოკუმენტების ან სახელმძღვანელოში მითითებულის შესაბამისად.
  • შემომავალი კომპონენტების კონტროლი, წარმოებული პროდუქციის კონტროლი;
  • საპრეტენზიო დოკუმენტების მომზადება;
 
საჭირო მოთხოვნები:
  • რუსული ან უკრაინული ენის ცოდნა (სავალდებულოა);
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია სამედიცინო/ფარმაცევტული/ქიმიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ისო 17025 სტანდარტებით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპიუტერის ფლობა მომხმარებლის დონეზე. (Excel, Word)
 
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
  • საქმის ადგილზე შესწავლა.
  • კონკურენტული ანაზღაურება.
  • კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ  მისამართზე info@ugluricants.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქიმიური ანალიზების ლაბორანტი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 551 627 551
„უჯ ლუბრიკანტსი “ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!