BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.
"bet25" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: გლდანი, გაგარინი, ვარკეთილი.
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
უშუალო ხელმძღვანელი: ჰოლ მენეჯერი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი და ყოველდღიური ბონუსი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლების რეგისტრაცია;
- კლიენტის ელექტრონული პორტალის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
- კლიენტების ინფორმირება არსებული პროდუქტების და აქციების შესახებ;
- კლიენტების შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება საჭიროების მიხედვით;
- სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- პროფესიონალურად და დროულად დახმარება კლიენტების ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში;
- საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება;
- სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
- სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
career@bet25.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რეგისტრატორი" .
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან