შესყიდვების მენეჯერი
თარიღები: 04 დეკ - 21 დეკ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
შესყიდვები:  შესყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: office@horizonsbatumi.com
სამშენებლო კომპანია „ჰორიზონს ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
  • უცხო ენების - რუსულისა და ინგლისურის ფლობა C1 დონეზე (დამატებითი ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • შესყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • დროის მართვა, ორგანიზებულობა;
  • მიზანსწრაფულობა და ორიენტაცია პროფესიულ განვითარებაზე;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • კომპანიის შესყიდვების პროცესის წარმოება;
  • დეპარტამენტებისაგან  საქონლის  მოთხოვნების პროგრამულად მიღება, დამუშავება;
  • ვენდორების მოძიება, მომწოდებლების ფასებისა და საქონლის ხარისხის შესწავლა, მოლაპარაკება და საქონლის/მომსახურების შესყიდვა;
  • საბაჟო პროცედურების წარმოება;
  • ხელშეკრულების პირობების მართვა (ვადები) და მონიტორინგი;
  • მარაგების კონტროლი;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: office@horizonsbatumi.com სათაურის ველში მიუთითეთ „შესყიდვების მენეჯერი ”
ჰორიზონს ჯგუფი გისურვებთ წარმატებებს!