მთავარი ბუღალტერი
2xP PRIORITY Restoaudit
თარიღები: 22 ნოე - 21 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები:  მთავარი ბუღალტერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Contact@Restoaudit.ge
შპს რესტოაუდიტი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 2 წელი (მთავარი ან უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე);
  • განათლება - ბაკალავრი;
  • აუცილებელია საბუღალტრო პროგრამის ბალანსის ცოდნა;
  • ექსელის ცოდნა - საშუალო დონეზე;
  • აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

სამუშაოს აღწერილობა:
  • პორტფელში არსებული კომპანიებისთვის მოწესრიგებული, სწორი და დროული ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • ბრუნვითი უწყისის გავლა,შესაძლო ხარვეზის ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
  • ნაკლული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოვლენა და მოთხოვნა;
  • დამხმარე ბუღალტრის მიერ შესრულებული სამუშაოს სისწორის კონტროლი;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, გაგზავნა / მომხმარებლების ინფორმირება საგადასახადო ვალდებულებების შესახებ;
  • თვის დახურვა და ინფორმაციის მომზადება ანგარიშგებისთვის;
  • რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან და მომხმარებლებთან;
  • კომპანიის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და მომხმარებელთან საკომუნიკაციო ინსტრუქციების დაცვა;
  • მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება (თანამდებობის შესაბამისად)

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო განაკვეთი:  სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: Contact@Restoaudit.ge . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მთავარი ბუღალტერი"
გისურვებთ წარმატებებს!